სამმა კომერციულმა ბანკმა 20 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები შეიძინა

დღეს, 91-დღიან N10 სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაყიდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფასიანი ქაღალდები სამმა კომერციულმა ბანკმა შეიძინა.

სადეპოზიტო სერთიფიკატების მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 4.25 პროცენტით, მაქსიმალური 4.45 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 4.37 პროცენტით განისაზღვრა.