ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზა სავარაუდოდ, 20 მაისს გაიხსნება. როგორც ახმეტის გამგეობაში აცხადებენ, გზის აღდგენითი სამუშაოები მარტის ბოლოდან დაიწყება. მათივე ინფორმაციით, თუშეთის გზის მიმდინარე და პერიოდული შეკეთების სამუშაოებს 2020 წლის 1 იანვრამდე შპს „გერალი“ განახორციელებს. საგზაო სამუშაოებზე სამი წლის განმავლობაში 1 236 791 ლარი დაიხარჯება.
საქართველოს საგზაო დეპარტამენტის განცხადებით, თუშეთის გზის შეკეთების სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხიდან 2016 წელს 5 000 ლარი დაიხარჯა; 2017 წელს - 410 000 ლარია გათვალისწინებული, 2018 წელს 410 000 ლარი გამოიყოფა, ხოლო 2019 წელს - 411 791 ლარი.
ბოლო 5 წლის განმავლობაში ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზის შეკეთების სამუშაოებს შპს "თუშეთის გზა" ახორციელებდა. თუშეთთან დამაკავშირებელი გზა დიდთოვლობის გამო ოქტომბრის ბოლოს 6 თვის განმავლობაში იკეტება.