სახალხო დამცველის აპარატის საბიუჯეტო გარანტიები კონსტიტუციაში ჩაიწერება. აღნიშნული გადაწყვეტილება საკონსტიტუციო კომისიამ გუშინ მიიღო.
როგორც ჟურნალისტებს კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ განუცხადა, კომისია მსჯელობდა ასევე სახალხო დამცველის ორი ვადით არჩევასთან დაკავშირებით, თუმცა, ამაზე მსჯელობა გაგრძელდება.
“განვიხილავდით სახალხო დამცველისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების თანამდებობაზე დანიშვნის პროცედურებს. მათი არჩევა უნდა მომხდარიყო ისე, რომ საპარლამენტო უმცირესობასაც შეძლებოდა პროცესზე გავლენის მოხდენა. ეს მოსაზრება კომისიამ არ გაიზიარა და დღეს მოქმედი პროცედურით მოხდება სახალხო დამცველისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა”, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.