ნარდევანი-ფარავნის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ნარდევანი-ფარავნის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, - ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იუწყება.

მათივე ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ძლიერი ქარბუქის, თოვისა და შეზღუდული ხილვადობის) გამო, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ნარდევანი-ფარავნის) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ამავე გზის კმ110-კმ146 როდიონოვკა(ფარავანი)-ნინოწმინდის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.