ნავთობპროდუქტებზე აქციზის ზრდის მიუხედავად, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია.
საქსტატის მონაცემებით, აღნიშნული პროდუქციის იმპორტმა გასულ თვეებში 70 მილიონი დოლარი შეადგინა; 2016 წლის იანვარ-თებერვალში კი ეს მონაცემი 63 მილიონი დოლარი იყო.
აღსანიშნავია, რომ 2017 წლის იანვარ-თებერვალში, ნავთობპროდუქტების წილი მთლიანად საქართველოს იმპორტში 6.6% იყო; გასული წლის იანვარ-თებერვალში კი მთელი იმპორტის 6.8%.
2017 წლის იანვრიდან ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადი გაიზარდა. კერძოდ, ერთი ტონა ბენზინის აქციზი 250 ლარიდან 500 ლარამდე გაიზარდა, ერთი ტონა დიზელის საწვავის - 150 ლარიდან 400 ლარამდე, ხოლო ერთი ტონა ძრავის ზეთი - 400 ლარიდან 800 ლარამდე გაიზარდა. გაიზარდა ასევე 1000 მ3 გათხევადებული ბუნებრივი აირის აქციზი და 80 ლარის ნაცვლად 200 ლარი გახდა.