მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სიგარეტის იმპორტი შემცირდა.
"საქსტატის" მონაცემებით, სიგარეტის წილი მთლიანად საქართველოს იმპორტში გასული წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით 0.4%-ით შემცირდა. 2017 წლის გასულ თვეებში აღნიშნული პროდუქციის იმპორტის წილი საქართველოს მთელ იმპორტში 0.9% იყო მაშინ, როცა 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში 1.3% იყო.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2017 წლის იანვარ-თებერვალში სიგარეტის იმპორტმა 10 მილიონი დოლარი შეადგინა; გასული წლის იანვარ-თებერვალში კი 12 მილიონი დოლარი.
„საგადასახადო კოდექსში“ შესული ცვლილებებით, 2017 წლის 1 იანვრიდან ერთ კოლოფ თამბაქოზე აქციზური გადასახადი 60 თეთრით გაიზარდა.