„ფორბსის“ მილიარდერთა რეიტინგის თანახმად, მსოფლიოში 227 მილიარდერი ქალია, რომელთა საერთო ქონება 852,8 მილიარდ დოლარს შეადგენს.
2017 წლის რეიტინგის თანახმად, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალი ლილიან ბეტანკურია. კომპანია L'Oreal-ის ამჟამინდელი მფლობელის ქონება 39,5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ბეტანკურის შემდეგ, უმდიდრეს ქალთა სიას ელის უოლტონი აგრძელებს, რომელიც მაღაზიათა ქსელის Wal-Mart-ის მფლობელია. უოლტონის საერთო კაპიტალი 33.8 მილიარდი აშშ დოლარია. მესამე ადგილს 27 მილიარდი აშშ დოლარით ამერიკული ტკბილეულის კომპანიის Mars-ის მფლობელი ჟაკლინ მარსი იკავებს 25.2 მილიარდი დოლარით. პირველ ხუთეულში ასევე არიან Nutella-ს მფლობელი მარია ფისოლო და ფარმაცევტული კომპანია Altana-ს მფლობელი და BMW-ს მეწილე სუზან კლატენი.
საერთო ჯამში, „ფორბსის“ მონაცემებით, ბოლო 12 თვის განმავლობაში მსოფლიოში მილიარდერთა რაოდენობა 13%-ით - 2 043-მდე გაიზარდა. მათი ქონება 18%-ით გაიზარდა და ჯამში 7,67 ტრილიონი დოლარი შეადგინა.
მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანად კვლავ რჩება „მაიკროსოფთის“ თანადამფუძნებელი ბილ გეიტსი, რომლის ქონება 86 მილიარდი დოლარია. მეორე პოზიციაზეა უორენ ბაფეტი - 75,6 მილიარდი დოლარით, ხოლო მესამეზე - ჯეფ ბეზოსი 72,8 მილიარდი დოლარით.