2017 წლის იანვარ-თებერვალში ბანკების მოგება, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 106 მილიონ ლარზე მეტით გაიზარდა.
მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 142,650 მილიონი ლარი იყო. ეროვნული ბანკის მონაცემებით, მხოლოდ იანვარში კი ბანკების მოგებამ 58,813 მილიონი ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ 2017 წლის იანვარ-თებერვალში კომერციული ბანკების წმინდა მოგება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 106,439 მილიონი ლარით მეტი იყო. კერძოდ, წინა წლის იანვარ-თებერვალში ბანკების წმინდა მოგება 36,211 მილიონი ლარი იყო.
რაც შეეხება იანვრის მონაცემებს, 2016 წლის იანვარში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 20,180 მილიონი ლარი შეადგინა, რაც მიმდინარე წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან შედარებით 38,633 მილიონი ლარით ნაკლებია.
ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებითვე 2017 წლის იანვარ-თებერვალში ბანკების შემოსავლებმა - 557,781 ლარი; ხოლო ხარჯებმა - 399,267 მილიონი ლარი შეადგინა.