რიკოთზე, ხევი-უბისა-შორაპანი-არგვეთის დამაკავშირებელი 42-კილომეტრიანი გზა გაკეთდება. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა , ეს 4-პუნქტიანი განვითარების გეგმის ყველაზე მოცულობითი კომპონენტის - სივრცითი მოწყობის - ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომელიც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გადის.
„ეს გახლავთ რიკოთის ხევი-უბისა-შორაპანი-არგვეთის მონაკვეთზე 42 კმ-იანი სიგრძის ოთხზოლიანი გზის (რომელიც შეიცავს 90-მდე ხიდს და 40-მდე გვირაბს), მშენებლობის პროექტირების ხელშეკრულება, რომელიც ფინანსდება აზიის განვითარების ბანკის მიერ. ჯამში ამ მონაკვეთზე 800 მილიონ დოლარამდე თანხა დაიხარჯება. ეს არის როგორც აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი გზა, ასევე, მას აქვს სატრანზიტო ფუნქცია ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვის და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მონაკვეთი ჩვენი სივრცითი განვითარების და მე ძალიან მიხარია, რომ ჩვენ კარგი სიჩქარით მივიწევთ ამ პროექტებში“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
იხილეთ ვიდეო palitranews.ge