ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა Global Finance “თიბისი ბანკი” 2017 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში.
როგორც ბანკში აცხადებენ, “თიბისი ბანკი” უკვე ზედიზედ მეექვსე წელია საქართველოში საუკეთესო ბანკის კატეგორიაში იმარჯვებს, რაც ხაზს უსვამს ბანკის მიერ მომხმარებლებისთვის შეთავაზებულ საუკეთესო მომსახურებას.
Global Finance გამარჯვებულ ბანკებს არჩევს შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: აქტივების ზრდა, სტრატეგიული ურთიერთობები, მომხმარებელთა მომსახურება და ინოვაციური პროდუქტები.
„მოხარული ვართ, რომ „თიბისი ბანკი“ საქართველოში საუკეთესო ბანკის ტიტულს უკვე მეცხრედ იღებს. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს „თიბისი ბანკის“ გამორჩეულ ფინანსურ შედეგებს და ბანკის ლიდერობას ინოვაციებისა და მომხმარებელთა მომსახურების კუთხით“, - განაცხადა „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
Global Finance მსოფლიოს წამყვანი ფინანსური გამოცემაა, რომელსაც მსოფლიოს 190 ქვეყანაში კითხულობენ.
„თიბისი ბანკმა“ Global Finance-ის ჯილდო 2004, 2006, 2007, ასევე 2012-2017 წლებში მიიღო.