ნიუ-იორკელი მილიარდერები და მილიონერები მდიდრებისთვის გადასახადების გაზრდას ითხოვენ. ქალაქის რვა მდიდარმა ადამიანმა კანონმდებლებს მისწერა და განაცხადა, რომ მათ და კიდევ სხვა მდიდრებმა უფრო მეტი უნდა გაიღონ სკოლების , გზების, ხიდების მშენებლობისა და ღარიბებისა და უსახლკაროების დახმარებისთვის. წერილის ავტორებს შორის არიან ჯორჯ სოროსი და სტივენ როკფელერიც.
"ნიუ-იორკის გრძელვადიან ეკონომიკურ განვითარებაში ინვესტიციების განხორციელების დროა", - ნათქვამია მათ წერილში. მასში ასევე აღნიშნულია, რომ უნდა დაწესდეს მაღალი საშემოსავლო გადასახადი მდიდრებისთვის, რათა 2 მილიარდი დოლარის მობილიზება მოხდეს.
წერილის ხელმომწერების უმრავლესობა მილიონერია.