თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, ე.წ. სამთავრობო ქალაქის პროექტი ადმინისტრაციული დაწესებულებების ტერიტორიულ ოპტიმიზაციას ითვალისწინებს.
როგორც ნარმანიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისის მერიის როლი ამ საკითხში განაშენიანების რეგულირების გეგმის განხილვა-დამტკიცება და მშენებლობის ნებართვის გაცემაა.
„ძალიან საინტერესო პროექტია, რომელიც ადმინისტრაციული დაწესებულებების ტერიტორიულ ოპტიმიზაციას გულისხმობს და გამოთავისუფლებულ ტერიტორიებზე ქალაქისთვის სასიკეთო და საინტერესო პროექტების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა. თბილისის მერიის როლი ამ პროექტში არის განაშენიანების რეგულირების გეგმის განხილვა და დამტკიცება, ასევე მშენებლობის ნებართვის გაცემა, რათა მშენებლობისთვის დაწესებული სტანდარტების დაცვით მოხდეს ტერიტორიის განვითარება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.