საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დაგეგმილ ცვლილებებს აცნობს.
შეხვედრა დახურულ კარს მიღმა ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს. შეხვედრას დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურისა და ათამდე სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელი ესწრება, რომლებსაც დავით სერგეენკომ სიტყვით მიმართა.
“ჩვენ სისტემატურად გვაქვს სადაზღვევო ინდუსტრიასთან კომუნიკაცია, რადგან სადაზღვევო ინდუსტრია ჯანდაცვის სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია და მისი სტაბილურობა ერთგვარად ჩვენს ინტერესებშიც შედის. ამ წლების განმავლობაში მრავალ საკითხზე გვქონდა მსჯელობა როგორც ტაქტიკური, ასევე სტრატეგიული თანამშრომლობის მიმართულებით. ბოლო თვეების განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი დაზუსტება განხორციელდა, რამაც სრულიად ახალი სურათი დაგვანახა და დაგვანახა საჭიროება, რომ ჩვენი თანამშრომლობა სტრატეგიულად გადაგეგმარდეს ახალი გამოწვევების და ახალი რეალობის პასუხად”, - განაცხადა დავით სეარგეენკომ.
მინისტრისა და სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლების მხრიდან კომენტარების გაკეთება შეხვედრის დასრულების შემდეგ იგეგმება.