დავით სერგეენკო - ჩვენ შევქმენით სისტემა და ახლა, სადაზღვევო ინდუსტრიას აქვს ყველა ბერკეტი, რომ აქტიური მარკეტინგით მომხმარებლების მიზიდვა შეძლონ

ჩვენ შევქმენით სისტემა და ახლა, სადაზღვევო ინდუსტრიას აქვს ყველა ბერკეტი, რომ აქტიური მარკეტინგით მომხმარებლების მიზიდვა შეძლონ, - ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან განაცხადა.

საუბარია საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებზე, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 900 ლარზე მეტია, მაგრამ წლიური შემოსავალი 40 000 ლარს არ აღემატება. ამ კატეგორიაში მყოფ მოქალაქეებს კერძო სადაზღვევო შემავსებელი პაკეტით სარგებლობის უფლება არ ეძლევათ. მათ აქვთ არჩევანის შესაძლებლობა - საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასა და კერძო დაზღვევას შორის.

”თუ რა რაოდენობის ადამიანი არჩევს კერძო დაზღვევას, დამოკიდებულია მხოლოდ კერძო სადაზღვევო ინდუსტრიის მწყობრ პოზიციაზე, რამდენად შეძლებენ ისინი მოქალაქეებს აქტიურად შესთავაზონ, აუხსნან და დაუსაბუთონ ამა თუ იმ პაკეტის მნიშვნელობა. ჩვენ შევქმენით სისტემა და ახლა, სადაზღვევო ინდუსტრიას აქვს ყველა ბერკეტი, რომ აქტიური მარკეტინგით მომხმარებლების მიზიდვა შეძლონ”, - განაცხადა დავით სერგეენკომ.