დაქირავებით დასაქმებულ ქალთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი საქმიანობის სახეების მიხედვით 2016 წლის IV კვარტალში 795,2 ლარით განისაზღვა, რაც მამაკაცების ხელფასის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე (1306,6 ლარი) 511,4 ლარით ნაკლებია.
საქსტატის ცნობით, 2016 წლის IV კვარტალში დაქირავებით დასაქმებულ ქალთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი ყველაზე მაღალი 1333,7 ლარი სამთომოპოვებით მრეწველობაში დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი 559,7 ლარი კი სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობის სექტორში.
რაც შეეხება მამაკაცების საშუალო თვიურ ნომინალურ ხელფასს, 2016 წლის IV კვარტალში, ყველაზე მაღალი შემოსავალი 3115,1 ლარი საფინანსო სექტორში დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი საშუალო თვიური სარგო კი 680,3 ლარი განათლების სექტორში.