კრწანისის გამგეობა ქვემო ფონიჭალაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. როგორც თბილისის მერიიდან იუწყებიან, აფხაზეთის II ჩიხში, 1100 კვ.მ-ზე, ასფალტის ორფენიანი საფარი მოეწყო. მიმდინარეობს გზის კაპიტალური მშენებლობა აფხაზეთის I ჩიხში, სადაც სამუშაოები 1100 კვ.მ-ზე შესრულდება.
ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს კრწანისის გამგებელი გიორგი კოპალეიშვილი, თბილისის საკრებულოში რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან, ქეთი მამულაშვილთან ერთად გაეცნო.
ქვემო ფონიჭალაში მიმდინარე წელს გზის კეთილმოწყობა კიდევ ოთხ მისამართზე დასრულდა. ასფალტის საფარი დაიგო გულბანის I და II ჩიხებში, რაფავასა და ხვიტიას ქუჩებზე. საგზაო სამუშაოებს გამგეობის კონტრაქტორი კომპანია შპს „გუმი“ აწარმოებს.