კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ნოდარ ხადური მიიჩნევს, რომ ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის პროექტის განხორციელების შემთხვევაში, თბილისში რამდენიმე ძალიან საინტერესო საინვესტიციო ადგილი გათავისუფლდება.
როგორც კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ ნოდარ ხადურმა განაცხადა, ეს ძალიან საინტერესო იდეაა.
„ზოგადად, კომუნიკაციის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია სამთავრობო დაწესებულებები იყვნენ ერთად და მჯერა, რომ ამით ბევრი თანხის დაზოგვა შეიძლება მომავალში. თუ ეს პროექტი განხორციელდება, ვფიქრობ, ქალაქში რამდენიმე ძალიან საინტერესო საინვესტიციო ადგილი გათავისუფლდება”, - განაცხადა ხადურმა.
კითხვაზე: საიდან მოიძიებს მთავრობა შესაბამის თანხებს, ნოდარ ხადურმა აღნიშნა: „ეს უკვე ფინანსთა მინისტრთან უნდა გაარკვიოთ”.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის გუშინდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის მშენებლობა იწყება, სადაც პრაქტიკულად ყველა სამინისტრო განთავსდება, ერთეული გამონაკლისის გარდა.