"სინერჯი ჯგუფი" კომპანიებს უსასყიდლო მომსახურებას სთავაზობს

ყველა იმ კერძო ორგანიზაციას, რომლის თანამშრომელთა რაოდენობა 50-ს აღემატება, "სინერჯი ჯგუფი" მათ ორგანიზაციულ სტრუქტურაში არსებული ხარვეზების უსასყიდლოდ შეფასებას სთავაზობს. იმავდროუად, კომპანია საკუთარ თავზე იღებს ვალდებულებას, მათ ხარვეზების გამომწვევი პრობლემები განუმარტოს.

"იმ კომპანიებს, რომელთაც არ აქვთ ორგანიზაციული სტრუქტურის დიაგრამა დახაზული, "სინერჯი ჯგუფი "დაეხმარება არსებული მართვის მოდელის სქემატური სახით აღწერაში, რათა ანალიზის გაკეთება შესაძლებელი გახდეს", - აცხადებენ კომპანიაში.

აღნიშნული აქცია 15 მარტამდე გაგრძელდება.

"სინერჯი ჯგუფი" 15 წელია იკვლევს საქართველოს კერძო და საჯარო ორგანიზაციების სტრუქტურებს და მათ გავლენას საქმიანობის შედეგებზე. კომპანია ყოველწლიურად 50-ზე მეტ ორგანიზაციაში ატარებს მსგავს ანალიზს.