„სიყვარულის სეზონის“ ფარგლებში ალტა მომხმარებელს 150-ლარიან სასაჩუქრე ვაუჩერებს სთავაზობს

"ალტაში" „სიყვარულის სეზონის“ ფარგლებში, Samsung-ის სმარტფონის ხუთ მოდელზე სპეციალური აქცია გამოცხადდა. კომპანიის მენეჯმენტის ცნობით, მომხმარებელი Samsung-ის სმარტფონების - LaFleur და Samsung Black Edition-ის მოდელების შეძენისას, საჩუქრად 150 ლარამდე დარიცხულ ვაუჩერს მიიღებს.

„უნდა აღინიშნოს, რომ LaFleur და Black Edition-ი Samsung-ის უახლესი ხაზია და „ალტა“ თავის მომხმარებლებს ექსკლუზიური პირობებით შეძენას სთავაზობს. რაც შეეხება კონკრეტულ სმარტფონებს, სასაჩუქრე ვაუჩერები ვრცელდება Samsung Galaxy S4-სა და Galaxy S4 mini-ზე, რომელიც ქალისა და მამაკაცის ხაზს განეკუთვნება. ასევე აქცია ეხება LaFleur-ის ხაზში წარმოდგენილ მოდელებს - Galaxy S3-ს, Galaxy S3 mini-ს და Galaxy Core Duos-ს.“- აცხადებენ "ალტაში".

კომპანიაში განმარტავენ, რომ LaFleur-ის და Black Edition-ის სასაჩუქრე ვაუჩერის განაღდებას, მომხმარებლები სხვადასხვა სავაჭრო ქსელებში ნებისმიერ პროდუქციაზე შეძლებენ. ასევე, ვაუჩერის გამოყენება შეეძლებათ ნებისმიერ ადგილას, სადაც TBC და Liberty Bank-ის ტერმინალები ფუნქციონირებს.

"ალტამ" „სიყვარულის სეზონი“ 11 თებერვალს გამოაცხადა. დაგეგმილი და მიმდინარე სასაჩუქრე აქტივობები კომპანიის ქსელში 31 მარტამდე გაგრძელდება.