მიმდინარე წელს აშშ-ში ბუნებრივ რეკლამაზე დანახარჯები მედია რეკლამაზე დანახარჯების ნახევარზე მეტს შეადგენს.
eMarketer-ის პროგნოზით, ბუნებრივ რეკლამაზე დანახარჯები 36,2%-ით გაიზრდება და 22,09 მილიარდ დოლარს მიაღწევს.
„ბუნებრივი რეკლამის ზრდა განპირობებულია გამომცემელთა სურვილით, უფრო ხარისხიანი და მეგობრული პროდუქცია მიაწოდონ მომხმარებელს მეტად მიმზიდველი რეკლამის სახით“, - ნათქვამია eMarketer-ის ანგარიშში.
ამავე ანგარიშის თანახმად, მობილური ბუნებრივი რეკლამა მიმდინარე წელს მობილურ მედია რეკლამაზე დახარჯული ბიუჯეტის 64,5%-ს შეადგენს, ხოლო ავტომატიზირებული ბუნებრივი რეკლამა ბუნებრივი მედია რეკლამაზე დახარჯული თანხების 84,0% იქნება.
პროგნოზის თანახმად, 2018 წელს ბუნებრივ რეკლამაზე დანახარჯები აშშ-ში კიდევ უფრო გაიზრდება და ჯამში 28,24 მილიარდ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს ეს მაჩვენებელი 16,21 მილიარდი დოლარი იყო.