ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საგადასახადო სისტემის შეცვლას გეგმავს.ამ დრომდე ტრამპი აცხადებდა, რომ საგადასახადო სისტემაში ცვლილებას მხოლოდ ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების შემდეგ დაიწყებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც პარასკევს ინიციატივის განსახორციელებლად ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ დააგროვა, გადაწყვეტილება შეცვალა.
ცნობილია, რომ ტრამპი გადასახადების შემცირებით ფედერალურ ბიუჯეტში მიღებული დანაკლისის ანაზღაურებას ახალი ჯანდაცვის სისტემის შედეგად დაზოგილი თანხით გეგმავდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც თეთრი სახლის ლიდერის მიერ დაგეგმილი ცვლილება ჯანდაცვის სისტემაში არ განხორციელდა, ექსპერტებს საგადასახადო ცვლილებების შესახებ პროგნოზების გაკეთება უჭირთ.
ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ტრამპი ამ პირობებში გადასახადების შემცირებას დაიწყებს, შედეგად ბიუჯეტის დეფიციტი სულ უფრო გაიზრდება.