დოლარის კურსი მსოფლიოს ძირითადი ვალუტების კალათთან მიმართებაში, ნოემბრის შემდეგ ყველაზე დაბალ მაჩვენებლამდე დაეცა.
დოლარის კურსის ვარდნას ხელი შეუწყო იმ გარემოებამ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა კონგრესისგან ჯანდაცვის რეფორმის გატარებაში მხარდაჭერას ვერ მიაღწია. დოლარის ვარდნაზე გავლენას ახდენს ის გარემოებაც, რომ ბაზარი ტრამპისგან საგადასახადო-საბიუჯეტო სტიმულირების დაწყების მოლოდინშია.
ძირითადი ვალუტების კალათთან მიმართებაში, დოლარის კურსი 0.5 პროცენტით შემცირდა და ამერიკული ვალუტის ინდექსი 99.038-მდე დაეცა. ასეთ დაბალ ნიშნულზე, დოლარი ტრამპის პრეზიდენტად არჩევიდან მესამე დღეს იმყოფებოდა. მოგვიანებით ინდექსი 99.132 ნიშნულამდე გაიზარდა, რაც 2 თებერვლის მინიმუმზე ნაკლებია.
ამერიკული ვალუტა ყველაზე მეტად იაპონურ იენთან მიმართებაში დასუსტდა. დოლარი-იენის წყვილის ფასი ერთ პროცენტზე მეტად, 110.12 დოლარამდე დაეცა, რაც 18 ნოემბრის ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე (110.37) ნაკლებია. ბოლო 4-თვენახევრის მაქსიმუმს მიაღწია რისკებისგან თავშესაფრის სტატუსის მქონე კიდევ ერთმა ვალუტამ - შვეიცარიულმა ფრანკმა.
1.0874 დოლარს მიაღწია ევროს ფასმა, რაც 8 დეკემბრის შემდეგ უმაღლესი მაჩვენებელია. სტერლინგმაც კი, რომელიც ათ უდიდესი ვალუტას შორის დოლართან მიმართებაში წელს ყველაზე სუსტად გამოიყურება, ბოლო 8 კვირის მაქსიმუმს - 1.2598 დოლარს მიაღწია.