ვაკის გამგეობამ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამით 104 პროექტი დააფინანსა

ვაკის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობას და სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო პროექტების დაფინანსებას განაგრძობს.

როგორც  თბილისის მერიიდან იუწყებიან, ამ დროისთვის, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, რაიონის მასშტაბით კიდევ 63 განსახორციელებელი პროექტი დაფინანსდა. კერძოდ, 23 ლიფტის განახლება, წყალ-კანალიზაციის რეაბილიტაცია - 12 მისამართზე, 7 სახურავის შეკეთება, 7 საერთო სარგებლობის კიბის განახლება, 2 სენსორული განათების დამონტაჟება, სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია - 6 მისამართზე, 2 საცხოვრებელი სახლის გამაგრება და 3 მისამართზე წყალსაწრეტი მილების დამონტაჟება. მიმდინარე სამუშაოების გარდა წელს კიდევ 41 თანადაფინანსებული პროექტი განხორციელდა.