სად დავისვენოთ აპრილში? - დაბალბიუჯეტიანი მოგზაურობის გზამკვლევი

რასთან ასოცირდება ჩვენთვის გაზაფხული?

გამოღვიძებასთან, სიახლეებისა და თავგადასავლების ძიების სურვილთან. მძიმე და დატვირთული ზამთრის შემდეგ, დასვენებისკენ სწრაფვასთან, რაც შეიძლება მეტი სასიამოვნო და წარუშლელი შთაბეჭდილების დაგროვების სურვილთან.... ამ ჩამონათვალის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება, თუმცა მიზნის მისაღწევად ყველა ჩვენგანს სავარაუდოდ, ერთი და იგივე სიტყვა მოგვივა თავში - მოგზაურობა.

აქვე უნდა ითქვას, რომ ამ, ერთი შეხედვით, დადებითი შინაარსით დატვირთულ სიტყვასაც ახლავს გარკვეული დისკომფორტის გრძნობა. როგორც კი აღფრთოვანების პირველი წამები გაივლის და ჩვენს ბიუჯეტზე ფიქრს ვიწყებთ, ორუცნობიანი ამოცანის წინაშე ვდგებით.

ჩემი მიზანია, საწინააღმდეგოში დაგარწმუნოთ.

გთავაზობთ ქალაქებს, სადაც მომავალ თვეში დასვენებას დიდი დანახარჯების გარეშე შეძლებთ. აპრილის თვეში ქუთაისის აეროპორტიდან დაგეგმილია ფრენები ისეთ ქალაქებში, როგორიც ლარნაკა, ბერლინი, სალონიკი, ბუდაპეშტი, მილანი, ვილნიუსი, კატოვიცე და ვარშავაა.

ლარნაკა

თუ გსურთ დროს გაუსწროთ და მზის მცხუნვარება და ზღვის ნოტიოჰაერი ახლავე შეიგრძნოთ, კვიპროსის ეს სანაპირო ქალაქი შესანიშნავი გადაწყვეტილება იქნება. აქვე უნდა ითქვას, რომ კვიპროსის სამხრეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქი, ქვეყანაში სიდიდით მესამეა და თანაც ისეთი ღირსენაშნაობების სამშობლოა, როგორიც წმინდა ლაზარეს ეკლესია და ჰალა სულთან ტეკეს მეჩეთია.

ქუთაისის აეროპორტიდან ლარნაკაში გამგზავრება 1 აპრილს 47,99 ლარი დაგიჯდებათ. თუმცა, აპრილის თვეში ამ ქალაქში ყველაზე იაფად 8 აპრილს გაემგზავრებით - 41,99ლარი, და 22 აპრილს გამოემგზავრებით 47,99 ლარი. ქალაქში ჩასვლისას სანაპიროსთან ახლოს დაბინავებას თუ მოისურვებთ და დღეში 85 ლარსაც გადაიხდით, თქვენ და თქვენი თანამგზავრი უფასო პარკინგით სარგებლობასაც შეძლებთ.

სალონიკი

ზღვისა და მზის მოყვარულებს არჩევანის შეჩერება საბერძნეთის ქალაქ სალონკზეც შეგიძლიათ. ზღვაზე სასიამოვნო დასვენების გარდა, საბერძნეთის სიდიდით მეორე ქალაქი ბევრ დასამახსოვრებელ ღირშესანიშნაობას და მრავალ ფესტივალს შემოგთავაზებთ.

ფასი სავარაუდოდ არ დაგაფრთხობთ, რადგან 4 აპრილს გაფრენის მსურველებს ქუთაისის აეროპორტში 105,99 ლარის გადახდა მოგიწევთ, თუმცა თვის განმავლობაში ყველაზე იაფად 8 აპრილს 91,99 ლარად იმგზავრებთ. უკან დასაბრუნებლად კი ყველაზე ხელსაყრელი ფასი 29 აპრილის ბილეთს აქვს - 68,99 ლარი. კვების გარეშე, ორ ადამიანზე, სასტუმროს ნომრის დაჯავშნა კი დღეში საშუალოდ 90 ლარი დაგიჯდებათ, თუმცა უფრო დაბალფასიანი ალტერნატივების ნახვა გემოვნების შესაბამისადაც შეიძლება.

ბერლინი

თუ გარუჯვას ქალაქში ხეტიალი გირჩევნიათ და გსურთ პუნქტუალურობის საიდუმლოც ამოიცნოთ, 2 და 3 აპრილს ქუთაისის აეროპორტიდან ბერლინის მიმართულებით ფრენებია დაგეგმილი. ბილეთის შეძენისას მასპინძელ აეროპორტს დააკვირდით, რადგან ფასში სხვაობა არც თუ უმნიშვნელოა, ყველაზე იაფად მემინგენისა და შონეფელდის აეროპორტების მიმართულებით იფრენთ.

ბილეთის შეძენას ყველაზე იაფად, 10 აპრილს 105,99 ლარად შონეფელდის მიმართულებით შეძლებთ. სასტუმროს დაჯავშნას კი დღეში 70 ლარის ფარგლებშიც მოახერხებთ. იხილეთ გაგრძელება