დაწყებულია შესწავლის პროცესი და ეს გვიჩვენებს იმ შედეგებს, თუ როგორ, რამდენი და რამხელა უნდა იყოს ეს პროექტი , - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სამთავრობო ქალაქის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის მშენებლობაც ორთაჭალაში იგეგმება.
,,როგორც უკვე გაკეთდა კომენტარები და მე ამ კომენტარებს გავიმეორებ, თვითონ შესწავლის პროცესია დაწყებული და შესწავლის პროცესი გვაჩვენებს იმ შედეგებს, თუ როგორ, რამდენი, რამხელა უნდა იყოს ეს პროექტი და ამის შემდეგ ჩვენ გვეცოდინება კონკრეტულად უკვე ყველაფერი”, - განაცხადა ქუმსიშვილმა.
ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის მშენებლობა იწყება, სადაც პრაქტიკულად ყველა სამინისტრო განთავსდება, ერთეული გამონაკლისის გარდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გასულ კვირას, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
კვირიკაშვილის თქმით, აღნიშნული ქალაქის მშენებლობისთვის გამოყოფილია საკმაოდ დიდი ტერიტორია.