აკრძალვის მიუხედავად, მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებმა საკუთარი პროდუქცია მაინც მიიტანეს.
როგორც გარემოვაჭრეები აცხადებენ, მათ დასაკარგი აღარაფერი აქვთ, რადგან იმ შემთხვევაში, თუ გარევაჭრობით არ დაკავდებიან, სერიოზული ეკონომიკური პრობლემები ექნებათ.
მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია იმართება. აქციის ორგანიზატორები მოითხოვენ, გარევაჭრობის შესახებ კანონპროექტის დროულ განხილვას და ამოქმედებას, რაც კანონპროექტის ინიციატორების განმარტებით, გარევაჭრობას კანონის ფარგლებში მოაქცევს.
მეტროსადგურ მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.