საქართველოში ტექნოლოგიური განათლების ხელმისაწვდომობა იზრდება

,,სილიკონ ველი თბილისის’’ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მსოფლიოს წამყვანმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა ოპერირება 18 მარტს, მაღლტექნოლოგიური სასწავლო ლაბორატორიის გახსნით დაიწყეს. რის შემდეგაც, საქართველოში ტექნოლოგიური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა პარტნიორ კომპანიებთან ერთად რამდენიმე მასშტაბური პროექტი დაიწყო.

კერძოდ, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, 3 აპრილიდან სტარტს აიღებს სატრენინგო კურსი ციფრული მეწარმეობის განვითარების მიმართლებით, კურსი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ერთად ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში შერჩეული იქნება 85 აპლიკანტი, რომელიც უფასოდ გაივლის გადამზადებას მობილური აპლიკაციების შექმნის, გრაფიკული დიზაინის, ციფრული მარკეტინგისა და ციფრული მეწარმეობის მიმართულებით. კურსის დასრულების შემდეგ, რომელიც სამ თვეს გასტანს, პირველად საქართველოში, შეიქმნება ციფრული საწარმოები, რომელთა დამფუძნებლები და 100%-იანი წილის მფლობელები გადამზადებული ბენეფიციარები იქნებიან.

პროექტის სასწავლო მასალად გამოყენებულია მსოფლიოს წამყვანი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა - Digital Business Academy.

,,ციფრული მეწარმეობის განვითარების’’ სატრენინგო კურსის განხორციელების პარალელურად, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა და ,,Softline Georgia’’-მ დააფუძნეს IT აკადემია, სადაც მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიები და მათი სერტიფიცირებული სპეციალისტები ტექნოლოგიებში სხვადასხვა სასერტიფიკატო კურსებს ჩაატარებენ.

IT აკადემიამ უკვე გამოაცხადა მიღება სასერტიფიკატო კურსებზე დამწყები IT სპეციალისტებისთვის Microsoft-ის მიმართულებით. კურსის დასრულების შემდეგ კუსდამთავრებული Microsoft-ის სერტიფიცირებული სპეციალისტი გახდება, მას ასევე გადაეცემა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის და ,,Softline Georgia’’-ს სერტიფიკატიც.

დამწყები IT სპეციალისტების გარდა, სასერტიფიკატო კურსები ცხადდება გამოცდილი IT დეველოპერებისთვისაც. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და ,,Softline Georgia’’-ს IT აკადემია 10 აპრილიდან ვირტუალური რეალობის აპლიკაციების დაპროგრამების შემსწავლელ კურსსაც აცხადებს, კურსში მონაწილეობას მიიღებს ტექნოლოგიური კომპანია MUK -ის სასწავლო ცენტრი. სატრენინგო კურსის სახელწოდებაა -VMware Virtual SAN: Deploy and Manage [V6.2].

,,ციფრული მეწარმეობის განვითარების’’ სატრენინგო კურსზე და IT აკადემიის ორივე სასერტიფიკატო კურსზე რეგისტრაცია უკვე დაწყებულია, დარეგისტირების მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე:

www.BTU.ge

კურსი ციფრულ მეწარმეობაში:

http://btu.ge/index.php/trainings/itacad1

კურსი Microsoft-ის მიმართულებით:

http://btu.ge/index.php/trainings/windows

ვირტუალური რეალობის აპლიკაციების დაპროგრამების კურსი:

http://btu.ge/index.php/akhali-ambebi/akhali-ambebi-2/616-vmware

სასწავლო პროცესს წარუძღვებიან სერტიფიცირებული IT ტექნოლოგიების ტრენერები, სწავლება გაიმართება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მაღლტექნოლოგიურ სასწავლო ლაბორატორიაში.

(R)