საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევით მომხმარებელთა 14,6%, სარგებლობს

საქართველოს მოსახლეობის 14.6% კერძო სამედიცინო დაზღვევით სარგებლობს , - ამის შესახებ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სადაზღვევო ბაზრის 2016 წლის მიმოხილვაშია ნათქვამი.

მიმოხილვის თანახმად, 2016 წელს 543 257 კერძო სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაა გაცემული, წინა წელთან შედარებით (533 471) ეს რიცხვი 9 786-ითაა გაზრდილი.

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ცნობით, 2016 წელს საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 4.3%-ია დაზღვეული. მათივე ინფორმაციით, 2016 წელს სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებთა (გარდა სარკინიგზო ტრანსპორტისა) 51 551 დაზღვევაა გაცემული, 2015 წელთან შედარებით (47,561) ეს მაჩვენებლი 3 990-ითაა გაზრდილი.