30 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4452 ლარი შეადგინა.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4472 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.20 თეთრი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 31 მარტს შევა ძალაში.
ამასთანავე ლართან მიმართებაში გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 31 მარტისთვის 2.6266 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6408 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.42 თეთრი შეადგინა.
ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 31 მარტისთვის 0.6710 ლარი იქნება. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 0.6721 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლირის ცვლილებამ 0.11 თეთრი შეადგინა.
ასევე გაუფასურდა ბრიტანული ფუნტი, რომელიც 31 მარტისთვის 3.0418 ლარი გახდება. მაშინ როდესაც დღეს მოქმედი კურსი 3.0431 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ფუნტის ცვლილებამ 0.13 შეადგინა.