2017 წლის იანვარ-თებერვალში, საქართველოში 905 რეგისტრირებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, ორი თვის განმავლობაში მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაიღუპა 84 და დაშავდა 1 277 ადამიანი.
დაღუპულთა შორის 19 ქვეითია. დაშავებული ქვეითების რაოდენობა 265-ს შეადგენს.
ორ თვეში მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებისას 5 არასრულწლოვანი დაიღუპა, 136 კი დაშავდა.
ავტოავარიის გამომწვევი წამყვანი მიზეზებია: მანევრირების წესების დარღვევა, სიჩქარის გადაჭარბება, შემხვედრ ზოლში გადასვლა, ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა.
აღნიშნული ინფორმაცია ”ინტერპრესნიუსს” მიაწოდა არასამთავრობო ორგანიზაციამ ”საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის”.