ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4313 ლარი გახდა

31 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4313 ლარი შეადგინა.

კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4452 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.39 თეთრი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 1 აპრილს შევა ძალაში.

ამასთანავე ლართან მიმართებაში გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 1 აპრილისთვის 2.5959 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6266 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 3.07 თეთრი შეადგინა.

ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 1 აპრილისთვის 0.6676 ლარი იქნება. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 0.6710 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლირის ცვლილებამ 0.34 თეთრი შეადგინა.

ასევე გაუფასურდა ბრიტანული ფუნტი, რომელიც 1 აპრილისთვის 3.0270 ლარი გახდება. მაშინ როდესაც დღეს მოქმედი კურსი 3.0418 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ფუნტის ცვლილებამ 1.48 შეადგინა.