ზოგიერთი ნივთი არა მხოლოდ ვიზუალითა თუ ორიგინალურობით გამოირჩევა, არამედ ფასითაც.
გთავაზობთ იმ 10 ყველაზე ძვირადღირებულ ნივთს, რომელიც არაადეკვატურად ძვირი ღირს.
საწოვარა
მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული საწოვარა, რომელიც ბრილიანტებით არის მორთული, 17 ათასი დოლარი ღირს.
ბრილიანტებით მორთული iPhone
გარდა საწოვარისა, არსებობს ბრილიანტით მორთული iPhone 6-იც. VIP სმარტფონი ოქროთი ან პლატინით არის დაფარული და ბრილიანტებითაა მორთული. სმარტფონის ფასი 48 მილიონ დოლარს აღწევს.
საძინებელი
ოქროსგან გაკეთებული საყოფაცხოვრებო ნივთებზე საუბრისას, აღსანიშნავია დიზაინერ სტიუარტ ჰიუსის საძინებელი, რომელიც მთლიანად ოქროსა და ძვირფასი ქვებისგან შედგება. მისი შეძენა კი 6 300 000 დოლარი ჯდება.
კონდომი
მსოფილიოს ყველაზე ძვირი კონდომი, რომელზეც ცნობილი ბრენდის Louis Vuitton-ის ლოგოა გამოსახული, 68 აშშ დოლარი ღირს, თუმცაღა, მას საერთო კომპანიასთან არაფერი აქვს. იდეა ქართველ დიზაინერს, ირაკლი კიზირიას ეკუთვნის.
„სვაროვსკის“ კრისტალებიანი მტვერსასრუტი
უსაზღვროდ მდიდრული ცხოვრების მოყვარულებს შეუძლიათ შეიძინონ „სვაროვსკის“ თვლებით გაწყობილი მტვერსასრუტი, რომელიც 20 ათასი დოლარი ღირს.
ოქროს ველოსიპედი
ველოსიპედი, რომელიც მთლიანად არის დაფარული 24-კარატიანი ოქროთი, 400 ათასი დოლარი ღირს.
ოქროს თასმები
კომპანია Mr Kennedy 19 ათას დოლარად ჰყიდის ოქროს თასმებს. ამავე ფასში შედის თასმების სახლში მიტანა.
ნიანგის ტყავის ქოლგა
მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ქოლგა, რომელიც ნიანგის ტყავისგან არის დამზადებული, 5 ათასი დოლარი დაგიჯდებათ. ნიანგის ტყავის ქოლგებს იტალიური ბრენდი Billionaire Couture აწარმოებს.