საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით -19.7 მლრდ აშშ დოლარი (-52.0 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 2016 წლის მშპ-ს -137.1 პროცენტია. აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 373.3 მლნ აშშ დოლარით გაუმჯობესდა.
ეროვნული ბანკის ოფციალური მონაცემებით, 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 7.6 მლრდ აშშ დოლარია (20.2 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 153.1 მლნ აშშ დოლარით ჩამოუვარდება.
ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 27.3 მლრდ აშშ დოლარი (72.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელზე 526.4 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია.