2016 წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენის მაჩვენებელმა წინა წელთან შედარებით იკლო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენაში მხილებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა რაოდენობა 2015 წელს 943-ს შეადგენდა, მაშინ, როდესაც 2016 წელს ეს მაჩვენებელი 661 იყო.
საქართველოს ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენაში მხილებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ქვეყნების მიხედვით, ასე გადანაწილდნენ: თურქეთი - 25%, რუსეთი - 16%, აზერბაიჯანი - 15%, სომხეთი - 14%, ირანი - 5%, უზბეკეთი - 4%, უკრაინა - 3%, ჩინეთი - 2%, ნიგერია - 2%, ბანგლადეში - 1% და სხვა - 13%.