2016 წელს საქართველოში 35 997 რეგისტრირებული დანაშაული დაფიქსირდა. დანაშაულის სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, 35 997 რეგისტრირებული დანაშაულიდან გაიხსნა 20 661, რაც დანაშაულთა 57,4 %-ს შეადგენს.
რაც შეეხება საქართველოში რეგისტრირებულ დანაშაულს ტერიტორიული განაწილების მიხედვით, ოფიციალური ინფორმაციით, დანაშაულთა 40,5% მოხდა თბილისში, 8,3 % - ქვემო ქართლში, 3,1 % - გურიაში, 10,8 % - აჭარაში, 8,9 % -სამეგრელო-ზემო სვანეთში, 10,5 % - იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, 3,2 % - სამცხე-ჯავახეთში, 5,4 % - შიდა ქართლში, 6,5 % - კახეთში, 2,7 % - მცხეთა-მთიანეთში, 0,1 % - აფხაზეთში.