ე.წ "ცენტრ-პოინტის" საქმეზე ყველა ქონებას ყადაღა მოეხსნა

თბილისის საქალაქო სასამართლო „ცენტრ-პოინტი“ ჯგუფის საქმესთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას აკეთებს. როგორც სასამართლოს მიერ გუშინ საღამოს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 2017 წლის 31 მარტის განაჩენით, დამნაშავედ არიან ცნობილნი თაღლითობისა და მითვისების ფაქტზე ბრალდებულები მაია რ. და რუსუდან კ. მათ საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით განვმარტავთ, რომ სასამართლოს დღევანდელი განაჩენით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, ყადაღა მოეხსნა ყველა დაყადაღებულ ქონებას“, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.