კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ნოდარ ხადური, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკში შეხვედრებს განაგრძობს.
როგორც კონკურენციის სააგენტოდან იუწყებიან, კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე მსოფლიო ბანკის ვაჭრობისა და კონკურენციის გლობალური პრაქტიკის დირექტორს კლაუს ტილმესს და კონკურენციის პოლიტიკის წამყვან სპეციალისტს მართა მარტინეზ ლიცეტის შეხვდა.
ნოდარ ხადურმა კლაუს ტილმესს სააგენტოში მიმდინარე პროცესების, დაგეგმილი და მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
„მსოფლიო ბანკის გლობალური პროექტის ხელმძღვანელი ევროკავშირის პროექტის მიმდინარეობით დაინტერესდა და მზადყოფნა გამოთქვა სააგენტოს საქმიანობის გაუმჯობესების პროცესში აქტიურად ჩაერთოს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.