გამოცემა Global Finance Magazine-ის მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყნების 2016 რეიტინგში საქართველო 189 ქვეყანას შორის 108-ე პოზიციაზეა.
გასული წლის რეიტინგში საქართველო 112-ე ადგილზე იყო.
რეიტინგი დაფუძნებულია ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტისა და მსყიდველობითი უნარის პარიტეტის გათვალისწინებით.
გამოცემამ ქვეყნების რანგირება „მსოფლიო ბანკისა“ და „საერთაშორისო მონეტარული ფონდის“ მონაცემებზე დაყრდნობით მოახდინა.
ყველაზე მდიდარი ქვეყნების რეიტინგში, გასული წლის მსგავსად, კვლავ პირველ ადგილზეა ყატარი, რომელსაც მოსდევს ლუქსემბურგი, მაკაო, სინგაპური და ბრუნეი. რაც შეეხება ყველაზე ღარიბ ქვეყანას, რეიტინგის მიხედვით ბოლო ადგილზე აფრიკის ცენტრალური რესპუბლიკაა, რომელსაც მცირედით უსწრებენ კონგო, ბურუნდი, ლიბერია და ნიგერი,