კიევის საერთაშორისო აეროპორტში მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქეები დააკავეს, რომლებიც უკონტროლო ბარგის გატანას ცდილობდნენ ქვეყნიდან.
უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები ცდილობდნენ გაეტანათ 15 ჩანთა, რომელშიც საერთო ჯამში 475 კგ. მწვანილი იყო, მათ შორის ოხრახუში, ქინძი და სხვა.
უკრაინული მედიის ცნობით, იმავე დღეს მესაზღვრეებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს, რომელიც უკრაინაში უკანონოდ ცდილობდა 300 ათასი გრივნის ოდენობის თხილის შეტანას.