მიმდინარე წელს ინტერნეტ რეკლამაზე დანახარჯები სატელევიზიო რეკლამას გადააჭარბებს

კომპანია Zenith Media მიმდინარე წელს ინტერნეტ რეკლამაზე დანახარჯების რეკორდულად ზრდას პროგნოზირებს.

კომპანიის ახალი ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წელს ინტერნეტ რეკლამაზე დანახარჯები სატელევიზიოს გადაუსწრებს და  13%-ით გაიზრდება. ამავე ანგარიშის თანახმად, ონლაინ რეკლამაზე სარეკლამო დანახარჯების 36,9% მოვა. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 34% იყო.

ყველაზე სწრაფად მზარდი სეგმენტი ინტერნეტ რეკლამაში სოციალური რეკლამა იქნება, რომლის ზრდის საშუალო მაჩვენებელი 2019 წლისთვის 20-%-მდე გაიზრდება და 43,8 მილიარდ ფუნტს შეადგენს.

თუმცა, ანალიტიკოსთა განცხადებით, ეს ზრდა შესაძლოა ოდნავ შენელდეს „გუგლის“ კრიზის გამო.

ანგარიშის თანახმად, 2019 წლამდე ინტერნეტ რეკლამის ბაზრის წრდა წსლიურად 4-5%-ს შეადგენს.