Reebok-მა რეკლამაში 81 წლის მოდელი გადაიღო

ცნობილმა სპორტულმა ბრენდმა Reebok-მა მსოფლიოს ყველაზე ასაკიანი მოდელი და ჩინეთის ყველაზე სექსუალური ბაბუა თავისი ახალი კამპანიის რეკლამაში გადაიღო.

81 წლის დეშუნ ვანგი საქვეყნოდ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც 2015 წელს პეკინში გამართულ მოდის კვირეულში მიიღო მონაწილეობა. მისი წელსზევით შიშველი ფოტოები იმავე დღეს ვირუსული გახდა.

როგორც Reebok-ში განაცხადეს, ვანგი მისი სპორტული ფორმისა და დრაივის გამო შეარჩიეს. „70 წლის ასაკში ფიტნესით სერიოზულად დაკავების შემდეგ, ვანგმა ჩინეთში დაბერებისადმი დამოკიდებულება შეცვალა და დაამტკიცა, რომ არასდროს არის გვიანი მიაღწიო დასახულ მიზანს“, - აღნიშნეს კომპანიაში.