2016 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, საქართველოში უცხოური ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 481 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 12,5%-ით - 54 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, საერთო ჯამში 2016 წელს საქართველოში უცხოური ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 2,2 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 11,9%-ით, 230 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფრომაციით, ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2016 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, 6.3%-ს შეადგენს და 15,85-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. 2016 წლის ჯამური მონაცემებით კი, წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 7.1% შეადგინა, რაც 11,8%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
2017 წლის ორი თვის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 293 065 ათასი ლარი შეადგინა.
2016 წლის ჯამური მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 1 624 808 ათასი ლარი შეადგინა, რაც 11,4%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.