3 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.4354 ლარი შეადგინა.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4313 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.41 თეთრი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 4 აპრილს შევა ძალაში.
ამასთანავე ლართან მიმართებაში გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 4 აპრილისთვის 2.5954 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.5959 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.05 თეთრი შეადგინა.
ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 4 აპრილისთვის 0.6686 ლარი იქნება. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 0.6676 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლირის ცვლილებამ 0.10 თეთრი შეადგინა.
ასევე გამყარდა ბრიტანული ფუნტი, რომელიც 4 აპრილისთვის 3.0438 ლარი გახდება. მაშინ როდესაც დღეს მოქმედი კურსი 3.0270 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ფუნტის ცვლილებამ 1.68 შეადგინა.