თბილისიდან ქუთაისში ჩასვლა სწრაფმავალი მატარებლით იქნება შესაძლებელი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისში განუცხადა, სადაც მან პრემიერ მინისტრთან ერთად სამვარსკვლავიანი სასტუმრო გახსნა.
გახარიას თქმით, მნიშვნელოვანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რკინიგზის სადგურის მშენებლობა, რადგან ეს ტურიზმის განვითარებას ხელს შეუწყობს.
,,თბილისიდან შესაძლებელი იქნება ქუთაისში სწრაფმავალი მატარებლით ჩამოსვლა. ეს კომფორტის თემაა და კიდევ უფრო განავითარებს ტურიზმს და ქალაქს. კავშირი ქალაქებს შორის გაიზრდება და დატვირთვაც მაღალი იქნება. მთავარია, რაც შეიძლება მეტი პირდაპირი ფრენა გვქონდეს ქუთაისის აეროპორტიდან“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ.