საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც სანკტ-პეტერბურგში იმყოფებიან, მოუწოდებს, მაქსიმალურ კოორდინაციაში იყვნენ საქართველოს ინტერესების სექციის საკონსულო განყოფილებასთან და გაითვალისწინონ ადგილობრივი პოლიციის რეკომენდაციები.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, სანკტ-პეტერბურგის მეტროს სადგურებს Сенная площадь-სა და Технологический институт-ს შორის მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციაში მოქმედებს „ცხელი ხაზი“: +7 926 926 2740.
ასევე 24 საათიანი ცხელი ხაზი მოქმედებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში: (+995 32) 294 50 50. ”ამ ეტაპზე რუსეთის მხარე არ ფლობს ინფორმაციას დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობის შესახებ.
საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან სანკტ-პეტერბურგში მოვუწოდებთ, მაქსიმალურ კოორდინაციაში იყვნენ საქართველოს ინტერესების სექციის საკონსულო განყოფილებასთან და გაითვალისწინონ ადგილობრივი პოლიციის რეკომენდაციები”, - ნათქვამია განცხადებაში.