თბილისში კვარტალური რუკების განთავსება მოხდება. ეს არის ერთ-ერთი სიახლე, რომელსაც დედაქალაქის ქუჩებისთვის სახელის მინიჭების პროცედურა ითვალისწინებს.
ამის შესახებ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, "სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის" თავმჯდომარე ლია ჯახველაძე ambebi.ge-სთან ინტერვიუში საუბრობს.
„ამა თუ იმ კვარტალში (გლდანი, ვარკეთილი) დაიდგმება კვარტალური რუკა, რომელზეც ყველაფერი დაიტანება. ეს ორიენტაციისთვის დაეხმარება ადამიანებს, თუნდაც სასწრაფო დახმარებას, სახანძროს, უცხო სტუმარს, ტურისტებს", - აღნიშნავს ჯახველაძე.