დიდუბეში თანადაფინანსებული პროექტები 99,9 %-ით შესრულდა

თბილისის მერიის ინფორმაციით, დიდუბის რაიონში, თანადაფინანსებული პროექტების განხორციელება მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, 99,9 %-ით შესრულდა. გამგეობის ბიუჯეტიდან 52 სხვადასხვა პროექტზე 297 550 ლარი დაიხარჯა.

რვა ობიექტზე დაზიანებული წყალსაწრეტი მილი შეიცვალა, შიდა წყალ-კანალიზაციის მილები 3 მისამართზე განახლდა, საერთო სარგებლობის კიბეების კეთილმოწყობა 2 ობიექტზე დასრულდა, სადარბაზოს შიდა სარემონტო სამუშაოები 3 მისამართზე განხორციელდა, სენსორული სანათები, სადარბაზოს კარებისა და კორპუსების სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია 14 მისამართზე დასრულდა, 14 ობიექტზე შეიცვალა შენობების ქანობიანი და ბრტყელი სახურავები, ამორტიზებული ლიფტი 7 მისამართზე შეკეთდა, ასევე ავარიულ სახლს გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდა.

თანადაფინანსებული პროექტების განყოფილებაში წარდგენილი განცხადებები ყოველი თვის პირველიდან 10 რიცხვის ჩათვლით მიიღება.