ევროპის ცენტრალურმა ბანკმა 50 ევროს ნომინალის ახალი ბანკნოტი წარადგინა.
50 ევროს ნომინალის ახალი ბანკნოტი აღჭურვილია დაცვითი ჰოლოგრამების ახალი სახეობებით, სიმბოლოებითა და წყლის ნიშნებით.
2019 წლის დასაწყისში მოხმარებაში გამოვა 100, 200 და 500 ევროს ნომინალის ახალი კუპიურებიც.
ევროს ბანკნოტების პირველი სერია 5, 10, 20, 50, 100, 200 და 500 ევროს ნომინალის კუპიურებისგან შედგებოდა.
შემდგომ 5, 10 და 20 ევროს ნომინალების ახალი სერია გამოვიდა ახალი დიზაინითა და უსაფრთხოების სისტემით.
2016 წლის მაისში ევროპულმა ცენტრალურმა ბანკმა 500 ევროს ნომინალის ბანკნოტების გამოშვების შეწყვეტის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.