Apple iOS 7-ის განახლებულ ვერსიას 11 მარტამდე გამოუშვებს

Apple ოპერაციულ სისტემა iOS 7.1-ს, რომელიც iOS 7-ის განახლებული ვერსიაა, 11 მარტამდე გამოუშვებს.

ამის შესახებ უცხოურ მედიასაშუალებებში წერენ და ვარაუდს 11 მარტს, ტექსასში მუსიკალური ფესტივალის - South-by-Southwest (SXSW) iTunes ფესტივალის გახსნას უკავშირებენ. ფესტივალი 2007 წლიდან ყოველწლიურად Apple -ის მხარდაჭერით ტარდება და კომპანია თავისი მოწყობილობებისთვის ღონისძიების ვიდეოტრანსლაციას უზრუნველყოფს, თუმცა საქმე ამჯერად იმაშია, რომ ფესტივალისთვის თვალყურის დევნება შესაძლებელი იქნება სპეციალური აპლიკაციით, რომელიც ჯერ კიდევ არ არის გამოშვებული.

ვინაიდან აღნიშნული აპლიკაცია სპეციალურად განახლებულ iOS 7-ისთვის იქმნება და მხოლოდ მასთან კომბინაციაში იმუშავებს, მედიასაშუალებები ვარაუდობენ, რომ iOS 7.1-ი მზის სინათლეს სწორედ 11 მარტამდე იხილავს.

მოსალოდნელია, რომ iOS 7.1 ში ცვლილებები შეეხება შემდეგ პროგრამებს: სმარტფონის მართვის ინსტრუმენტები, შეტყობინება, კლავიატურა, FaceTime. გარდა ამისა, აპარატს განახლებული ოპერაციული სისტემით მოწყობილობას დაემატება CarPlay-ს მხარდაჭერაც. გაუმჯობესდება iPhone 5S-ის TouchID-იც და აღმოიფხვრება მასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები.