ქართული ავიაკომპანია Georgian Airways ბარსელონას მიმართულებით ფრენების დაწყებას გეგმავს.
ინფორმაციას ამის შესახებ Tav Georgia ავრცელებს.
მათივე ცნობით, პირდაპირი რეისების განხორციელება 5 ივლისიდან დაიწყება და სავარაუდოდ, ზაფხულის სეზონის დასრულებამდე გაგრძელდება. რაც შეეხება ინტენსივობას, ფრენები კვირაში ერთხელ, ყოველ ოთხშაბათს შესრულდება.